„ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური, საერთაშორისო, რეფერირებადი, ბილინგვური ჟურნალია, რომელიც ეძღვნება აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს ფსიქოლოგიაში, აგრეთვე ფსიქოლოგიის მომიჯნავე ინტერდისციპლინურ სფეროებში.  ჟურნალი აქვეყნებს როგორც თეორიულ და მეთოდოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებულ, ისე რაოდენობრივ, თვისებრივ და შერეულ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ ემპირიულ-კვლევით ნაშრომებს, აგრეთვე სამეცნიერო მიმოხილვებს.