დანაკლისი ფსიქოდინამიკურ ტრადიციაში

Main Article Content

ნატო ლაღიძე
მარინე ჩიტაშვილი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია დანაკლისის ცნება ფსიქოდინამიკურ ტრადიციაში, როგორც ინტრაფსიქიკური და ინტერფსიქიკური დინამიკური ძალა, რომელიც აღძრავს მუდმივად მოქმედ სურვილს, მონაწილეობს იდენტობის ფორმირებაში და წარმოქმნის გაუცხოების განცდას. სტატია აერთიანებს ფსიქოანალიზის კლასიკური და თანამედროვე, პოსტსტრუქტურალისტური მიდგომების წარმომადგენელთა მოსაზრებებს და ახდენს დანაკლისის კონცეპტუალიზაციას განსხვავებული ფსიქოანალიტიკური მოდელების ჭრილში.


განხილულია დანაკლისის ფუნქცია ზიგმუნდ ფროიდის, ჟაკ ლაკანის, იულია კრისტევასა და ადამ ფილიპსის თეორიებზე დაყრდნობით ინდივიდის მიერ რეალობის განცდის ინტრაფსიქიკურ და ინტერფსიქიკურ განზომილებებში. ინტრაფსიქიკურ რეალობაში დანაკლისის ძირითადი ფუნქცია ბაზისურ მოთხოვნილებებს უკავშირდება და სურვილის მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას ისახავს მიზნად, რომელიც წარმოსახულიდან სიმბოლურ რეგისტრში გადასვლის შემდეგ დედისგან სეპარაციის შედეგად ჩნდება და განაპირობებს გაუცხოებას საკუთარ თავთან. ინტერფსიქიკურ რეა- ლობაში კი დანაკლისის განცდა სცდება ფსიქიკას, კულტურულ და სოციალურ განზომილებებში გადადის და აგენტობის წყაროდ იქცევა, რომელიც ინდივიდს უბიძგებს პიროვ- ნული ზრდის, თვითრეფლექსიისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვისკენ.


დანაკლისის შედეგად წარმოქმნილი გაუცხოების განცდა ფსიქიკისთვის ერთდროულად ნეგატიურიცაა და კრეატიული პოტენციალის მატარებელიც. ნაშრომი აღწერს, როგორ უწყობს ხელს სუბლიმაცია, ფანტაზიის გადალახვა და „შინაგანი უცხოობის“ სიმბოლიზაცია დანაკლისით გამოწვეულ შინაგან კონფლიქტთან და ფრუსტრაციასთან გამკლავებას. დასკვნით ნაწილში განხილულია დანაკლისის განცდის დაძლევის პოტენციური გზები.

საკვანძო სიტყვები:
დანაკლისი, სურვილი, გაუცხოება, ფსიქოანალიზი, აგენტობა
გამოქვეყნებული: თებ 2, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
თეორია და მეთოდოლოგია