ლინგვისტური ჩარჩო, როგორც გეიმიფიკაციის სტრატეგია: ინდივიდუალური და ორგანიზაციული ფაქტორების გავლენა ჩარჩოს პრეფერენციებზე
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში გეიმიფიკაცია წარმოდეგენილია, როგორც საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც სცდება თამაშის მექანიკაზე ორიენტირებულ ტრადიციულ მიდგომებს და ფოკუსირდება მის ნაკლებად შესწავლილ, არატექნოლოგიურ ფორმაზე. კვლევა აერთიანებს ლინგვისტური ჩარჩოს თეორიასა და ორგანიზაციულ გარემოში გეიმიფიკაცი- ის ეფექტურობის იდეას და ეფუძნება დაშვებას, რომ ლინგვისტური ჩარჩოს გამოყენება (ფრეიმინგი) ქმნის მექანიზმს, რომლითაც შესაძლებელია დასაქმებულთა კოგნიტიური, ემოციური და მოტივაციური რეაქციების გარდაქმნა, „რესტრუქტურიზაცია“.
გაანალიზებულია ინდივიდუალური მახასიათებლებისა და ორგანიზაციული კულტურის გავლენა გეიმიფიცირებულ კომუნიკაციაზე, ლინგვისტური (მათ შორის, ლექსიკური) ჩარჩოს პრეფერენციებსა და ეფექტიანობაზე. შედეგები მიუთითებს, რომ გეიმიფიცირებული კომუნიკაციის ეფექტიანობა განისაზღვრება ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ ფაქტორებს შორის ურთიერთქმედებით, რაც ხაზს უსვამს პერსონალიზებული და კულტურასთან ადაპტირებული კომუნიკაციის მნიშვნელობას გეიმიფიკაციის ორგანიზაციულ სტრატეგიაში.