ზოგადი კოგნიტური უნარისა და სამუშაოს მახასიათებლების ინტერაქციის ეფექტი შინაგან შრომით კმაყოფილებაზე

Main Article Content

იამზე კუტალაძე
ლამარა სუხიტაშვილი

ანოტაცია

კვლევაში, რომელშიც 452 დასაქმებული მონაწილეობდა, ვიკვლიეთ რა ეფექტი აქვს ზოგადი კოგნიტური უნარისა და სამუშაო მახასიათებლების ინტერაქციას შინაგან შრომით კმაყოფილებაზე. საკვლევი პრობლემის შესასწავლად გამოყენებულია შემდეგი ინსტრუმენტები: ზოგადი უნარების ტესტი – GATB (General Aptitude Test Battery; The U.S. Employment Service, 1947-1996), მინესოტას შრომითი კმაყოფილების კითხვარი (1966), კარასეკის სამუშაო მოთხოვნებისა და გადაწყვეტილების უფლებამოსილების კითხვარი (Karasek, 1979). ზოგადი  კოგნიტური  უნარისა  და  სამუშაო  მახასიათებლების  ინტერაქციის  უფრო კომპლექსური ანალიზისთვის, ზოგადი კოგნიტური უნარი შევაფასეთ ორი განსხვავებული პერსპექტივიდან – კოგნიტური უნარი, როგორც პრედიქტორი და როგორც მოდერატორი – სამუშაოს მახასიათებლებისა და შინაგანი შრომითი კმაყოფილების კავშირში. ვინაიდან კვლევაში ჩართული სამუშაოს მახასიათებლები (უნარების მრავალფეროვნება, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, გადაწყვეტილების უფლებამოსილება,) ძირითადად, შინაგან შრომით კმაყოფილებასთან დაკავშირებული ცვლადებია, ჩვენი ძირითადი ინტერესის საგანიც  სწორედ,  ზოგადი  კოგნიტური  უნარისა  და  შინაგანი  შრომითი  კმაყოფილების კავშირისა და ამ კავშირში სამუშაო მახასათებლების როლის შესწავლაა. აღმოჩნდა, რომ სამუშაო მახასიათებლები მოდერატორია ზოგად კოგნიტურ უნარსა და შინაგან შრომით კმაყოფილებას შორის კავშირში. ასევე, ზოგად კოგნიტურ უნარს აქვს მოდერაციული ეფექტი სამუშაო მახასიათებლებისა და შინაგანი შრომითი კმაყოფილების კავშირში. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ზოგად კოგნიტურ უნარს სტატისტიკურად უარყოფითი ეფექტი აქვს შინაგან შრომით კმაყოფილებაზე მხოლოდ იმ დასაქმებულთა ჯგუფებში, ვისი სამუშაოც რუტინული და ერთფეროვანია, დამოუკიდებლობისა და გადაწყვეტილების მიღების შეზღუდული დიაპაზონით. სამუშაოს ამგვარი დიზაინის პირობებში, რაც უფრო მაღალია დასაქმებულების კოგნიტური უნარები, მით უფრო ნაკლებია მათი შინაგანი შრომითი კმაყოფილება. შესაბამისად, არა მხოლოდ მაღალი კოგნიტური უნარი უკავშირდება სამუშაოს შიდა ფაქტორებით (პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობა, მრავალფეროვნება...) გამოწვეული შრომითი კმაყოფილების განცდას, არამედ, ასევე, დაბალი კოგნიტური უნარის მქონე ადამიანთან იზრდება შრომის მიმართ პოზიტიური განწყობები, გადაწყვეტილების უფლებამოსილების დონის ზრდის პირობებში. 

საკვანძო სიტყვები:
ზოგადი კოგნიტური უნარი, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, გადაწყვეტილების უფლებამოსილება, უნარების მრავალფეროვნება, შინაგანი შრომითი კმაყოფილება
გამოქვეყნებული: Jul 19, 2022

Article Details

როგორ უნდა ციტირება
კუტალაძე ი. ., & სუხიტაშვილი ლ. . (2022). ზოგადი კოგნიტური უნარისა და სამუშაოს მახასიათებლების ინტერაქციის ეფექტი შინაგან შრომით კმაყოფილებაზე . ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, 3. https://doi.org/10.52340/gpj.2022.07.06
გამოცემა
სექცია
Articles

წყაროები

Ali, S. A. M., Said, N. A., Yunus, N. M., Kader, S. F. A., Latif, D. S. A., & Munap, R. (2014). Hack-

man and Oldham’s Job Characteristics Model to Job Satisfaction. Procedia – Social and Behav-

ioral Sciences, 129, 46–52. https://doi.org/10.1016/j.sbspro.2014.03.646

Aziri, B. (2011). JOB SATISFACTION: A LITERATURE REVIEW. 3(4), 77–86.

Batty, G. D., Deary, I. J., & Zaninotto, P. (2016). Association of Cognitive Function With Cause-Spe-

cific Mortality in Middle and Older Age: Follow-up of Participants in the English Longitudinal

Study of Ageing. American Journal of Epidemiology, 183(3), 183–190. https://doi.org/10.1093/

aje/kwv139

Daly, M., Egan, M., & O’Reilly, F. (2015). Childhood general cognitive ability predicts leadership

role occupancy across life: Evidence from 17,000 cohort study participants. The Leadership

Quarterly, 26(3), 323–341. https://doi.org/10.1016/j.leaqua.2015.03.006

Dopeso-Fernández, R., Giusti, G., & Kucel, A. (2019). Predicting Job Satisfaction through individ-

ual Cognitive Ability and Job Autonomy. SSRN Electronic Journal. https://doi.org/10.2139/

ssrn.3404302

Fields, D. L. (2013). Taking the measure of work. Regent Univrsity

Gamboa, L. F., García-Suaza, A., & Rodríguez-Acosta, M. (2011). Job Satisfaction in a Developing

Country: Exploring the Work-Family Rivalry. 25.

Ganzach, Y. (2003). Intelligence, Education, and Facets of Job Satisfaction. Work and Occupations,

(1), 97–122. https://doi.org/10.1177/0730888402239328

Ganzach, Y., & Fried, I. (2012). The role of intelligence in the formation of well-being: From

job rewards to job satisfaction. Intelligence, 40(4), 333–342. https://doi.org/10.1016/j.in-

tell.2012.03.004

Gottfredson, L. S. (1997). Why g matters: The complexity of everyday life. Intelligence, 24(1), 79–

https://doi.org/10.1016/S0160-2896(97)90014-3

Hambrick, D. Z., Burgoyne, A. P., & Oswald, F. L. (2019). Domain-General Models of Expertise: The

Role of Cognitive Ability. In P. Ward, J. Maarten Schraagen, J. Gore, & E. M. Roth (Eds.), The

Oxford Handbook of Expertise (pp. 55–84). Oxford University Press. https://doi.org/10.1093/

oxfordhb/9780198795872.013.3

Hunter, J. E. (1986). Cognitive ability, cognitive aptitudes, job knowledge, and job performance. Journal of Vocational Behavior, 29(3), 340–362. https://doi.org/10.1016/0001-8791(86)90013-8

Jiang, Z., Di Milia, L., Jiang, Y., & Jiang, X. (2020). Thriving at work: A mentoring-moderated pro- cess linking task identity and autonomy to job satisfaction. Journal of Vocational Behavior, 118,

https://doi.org/10.1016/j.jvb.2019.103373

Judge, T. A., Piccolo, R. F., Podsakoff, N. P., Shaw, J. C., & Rich, B. L. (2010). The relationship be-

tween pay and job satisfaction: A meta-analysis of the literature. Journal of Vocational Behavior,

(2), 157–167. https://doi.org/10.1016/j.jvb.2010.04.002

Karanika-Murray, M., Michaelides, G., & Wood, S. J. (2017). Job demands, job control, psycho-

logical climate, and job satisfaction: A cognitive dissonance perspective. Journal of Organi-

zational Effectiveness: People and Performance, 4(3), 238–255. https://doi.org/10.1108/JO-

EPP-02-2017-0012

Kolz, A. R., Mcfarland, L. A., & Silverman, S. B. (1998). Cognitive Ability and Job Experience

as Predictors of Work Performance. The Journal of Psychology, 132(5), 539–548. https://doi.

org/10.1080/00223989809599286

Lesener, T., Gusy, B., & Wolter, C. (2019). The job demands-resources model: A meta-analytic review

of longitudinal studies. Work & Stress, 33(1), 76–103. https://doi.org/10.1080/02678373.2018.

Loher, B. T., Noe, R. A., & Moeller, N. L. (1985). A Meta-Analysis of the Relation of Job Character-

istics to Job Satisfaction. 10.

Malanchini, M., Rimfeld, K., Allegrini, A. G., Ritchie, S. J., & Plomin, R. (2020). Cognitive abili-

ty and education: How behavioural genetic research has advanced our knowledge and under-

standing of their association. Neuroscience & Biobehavioral Reviews, 111, 229–245. https://doi.

org/10.1016/j.neubiorev.2020.01.016

Martins, H., & Proença, M. T. (2014). Minnesota satisfaction questionnaire: Psychometric properties

and validation in a population of portuguese hospital workers. Conferência – Investigação e

Intervenção Em Recursos Humanos, n. 3 (2011): III Conferência em Investigação e Intervenção

em RH. https://doi.org/10.26537/IIRH.V0I3.1825

Mellon J., Daggett M., MacManus V., & Moritsch B.,. (1996). Development of General Aptitude

Test Battery (GATB) Forms E and F. Pacific Assessment Research and Development Center

Lathrop Way, Suite A Sacramento, CA 95815. https://www.onetcenter.org/dl_files/Devel-

op_GATB_EF.pdf

Nguyen, A.N., Taylor, J., Bradley, S. (2003). “Job autonomy and job satisfaction: new evidence,”

Working Papers 541528, Lancaster University Management School, Economics Department.

Oldham, G. R., & Fried, Y. (2016). Job design research and theory: Past, present and future. Or-

ganizational Behavior and Human Decision Processes, 136, 20–35. https://doi.org/10.1016/j.

obhdp.2016.05.002

Parker, S. K., Morgeson, F. P., & Johns, G. (2017). One hundred years of work design research:

Looking back and looking forward. Journal of Applied Psychology, 102(3), 403–420. https://

doi.org/10.1037/apl0000106

Peiró, J. M., Bayona, J. A., Caballer, A., & Di Fabio, A. (2020). Importance of work characteris-

tics affects job performance: The mediating role of individual dispositions on the work de-

sign-performance relationships. Personality and Individual Differences, 157, 109808. https://

doi.org/10.1016/j.paid.2019.109808

Roth, B., Becker, N., Romeyke, S., Schäfer, S., Domnick, F., & Spinath, F. M. (2015). Intelligence

and school grades: A meta-analysis. Intelligence, 53, 118–137. https://doi.org/10.1016/j.in-

tell.2015.09.002

Schmidt, F. L., & Hunter, J. (2004). General Mental Ability in the World of Work: Occupational At-

tainment and Job Performance. Journal of Personality and Social Psychology, 86(1), 162–173.

https://doi.org/10.1037/0022-3514.86.1.162

Schmidt, F. L., & Hunter, J. E. (1998). The Validity a

nd Utility of Selection Methods in Personnel Psychology: Practical and Theoretical Implications of

Years of Research Findings. American Psychological Assosiation, 13.

Smith, C. S., Tisak, J., & Hahn, S. E. (2020). The Measurement of Job Control. 14.

Sternberg, R. J., Grigorenko, E., & Bundy, D. A. (2001). The Predictive Value of IQ. Merrill-Palmer

Quarterly, 47(1), 1–41. https://doi.org/10.1353/mpq.2001.0005

Zagorsky, J. L. (2007). Do you have to be smart to be rich? The impact of IQ on wealth, income and

financial distress. Intelligence, 35(5), 489–501. https://doi.org/10.1016/j.intell.2007.02.003