ფიქსირებული და სიტუაციური დისპოზიციური ფსიქიკური წარმონაქმნების ურთიერთმიმართება
Main Article Content
ანოტაცია
ჩვენი დაშვების თანახმად, დ. უზნაძის „სიტუაციური განწყობა“ დისპოზიციური ფსიქიკური წარმონაქმნია ისევე, როგორც „ათითუდი”, „პიროვნული ნიშანი” და „ფიქსირებული განწყობა”. სიტუაციური განწყობა ფიქსირებული დისპოზიციის ფორმირების საფუძველია და ასევე - პირიქითაც, ფიქსირებული დისპოზიციის არსებობის შემთხვევაში მისი შემდგომი დიფერენციაციის სტადიას და პროდუქტს შეიძლება წარმოადგენდეს.სიტუაციური განწყობის მეშვეობით წარმოებს ფიქსირებული დისპოზიციების ქცევაში რეალიზაცია, რისთვისაც ის ორგანიზებას ახდენს და აერთიანებს დისპოზიციის არსებულ სტრუქტურულ კომპონენტებს და კონკრეტული მომენტის აქტუალურ მოცემულობას. იმავდროულად, სიტუაციური განწყობის მეშვეობით ქცევაში რეალიზაციის წარმატებული გამოცდილება აუმჯობესებს დისპოზიციური განწყობის მაჩვენებლებს (ნადირაშვილი, 1985) და ზრდის მისი მონაწილეობით წარმოებული ადაპტაციის ეფექტურობას. ფსიქიკური აქტივობის მაღალ დონეებზე, ქცევის რეგულაციაში ცნობიერი რესურსი ერთვება (მოცემულ სტატიაში აქცენტი ცნობიერ რეგულაციაზე დაისმის, რაც, პირო- ბითად, ანალიზისთვის განცალკევებულია მის საფუძვლად მდებარე არაცნობიერი გან- წყობისეული რეგულაციის ეტაპისგან), რომლის მონაწილეობითაც წარმოებს სოციალური ღირებულებების ინტერნალიზაცია და მათი გამოყენება ინდივიდუალური/პერსონალური განწყობების ფორმირებისთვის.შემოთავაზებული მიდგომა საშუალებას იძლევა დადასტურდეს: ა) განწყობისეული წარმონაქმნების სხვადასხვა ფორმებისა და სახეების ორგანული კავშირი; ბ) მათი სინერგიის და ურთიერთტრანსფორმაციის შესაძლებლობა; გ) აქტივობის ენერგეტიკული უზრუნველყოფის, განსხვავებული, მაგრამ ურთიერთშემავსებელი, მათ შორის სოციო- კულტურული წარმომავლობის (ღირებულება), წყაროების არსებობა; დ) დ. უზნაძის „სიტუაციური განწყობის“ ჩართვის შესაძლებლობა და აუცილებლობა „დისპოზიციების“ ეგიდის ქვეშ არსებულ საერთაშორისო თეორიულ და მეთოდოლოგიურ კონტექსტში.მოცემული მიდგომა, ასევე, პროდუქტიულად გამოიყურება სამართლებრივი კულტურის მდგენელების - მართლშეგნების/სამართალცნობიერების და ნორმატიული ქცევის მიმართების საკითხის შემდგომი დამუშავებისთვის, როდესაც მათი ერთიანობის საფუძვლად განწყობისეული წარმონაქმნების ორი ურთიერთდაკავშირებული ფორმა - ფიქსირებული და არაფიქსირებული დისპოზიცია, ანუ, სხვა ტერმინებით, „დისპოზიციური“ და სიტუაციური განწყობა იგულისხმება.
Article Details
წყაროები
ბალიაშვილი, მ. (1980). სოციალური განწყობის ჩამოყალიბება და პიროვნების აქტივობა
[Formation of social set and the individual’s activity]. თბილისი.
ბეჭვაია, დ. 2007. აქსიოლოგია[Axiology]. „ნეკერი“, თბ. 2007
ნადარეიშვილი, ვ. (1993). განწყობა და მოლოდინი [Set and Expectancy]. თბილისი: თსუ.
ნადარეიშვილი, ვ. (2010). პიროვნება და ნორმატიული ქცევა [The Individual and Normative
Behavior]. ფსიქოლოგია, XXII.
ნადარეიშვილი, ვ. (2013). განწყობა და ნებელობა პიროვნების აქტივობაში [ Set and Volition in the Individual’s Activity]. საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე.
ნადარეიშვილი, ვ. (2016). განწყობის დიფერენციაციის საკითხები [The Differentiation of
Set]. თბილისი.თსუ. 177-182.
ნადირაშვილი, შ. (1985). განწყობის ფსიქოლოგია [The Psychology of Set]. თბილისი: მეცნიერება.
ნადირაშვილი, შ. (2001). „განწყობის ანთროპული თეორია“ [The Anthropic Theory of Set].
თბილისი.
სურმანიძე, ლ. (2010). კულტურა მეთოდოლოგიურ პერსპექტივაში [Culture from the methodological perspective]. თბილისი.
უზნაძე, დ. ზოგადი ფსიქოლოგია [General Psychology]. 1964.
უზნაძე, დ. (1977). შრომები (ტ. VI). განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვ-
ლები [Experimental Bases of Set Psychology]. თბ., „მეცნიერება“.
უზნაძე, დ. (2009). განწყობის ფსიქოლოგია [The Psychology of Set]. თბილისი.
ჩარკვიანი, დ. ( 2019). ალბათური მსჯელობა და განწყობის ეფექტები [Probability judgment
and effects of the set]. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, № 1. 7-15, თსუ
Allport, G. (1961). Pattern and growth in personality. N.Y. Merton, R. (1971). Contemporary social problems . N.Y.
Nadareishvili, V., & Chkheidze, T. (2015). Legal culture and legal consciousness in terms of set and
attitude. European Scientific Journal. 123-129. Parsons, T. (2005). The Social System.
Леонтьев, Д. ( 1998). Психологическое обозрение [Psychological Review]. 1.
Философский энциклопедический словарь [The Encyclopaedic Dictionary of Psychology] (1989). М. Психологический лексикон [ Dictionary of Psychology]. (2006). М : ПЕР СЭ.
Чавчавадзе Н. Культура и Ценности [Culture and Values]. «Мецниереба», Тб. 1984.