ნორმალურად განვითარებული ენობრივი უნარისა და ენის სპეციფიკური დარღვევის მქონე 4-6 წლის ქართულენოვანი ბავშვების ენობრივი პროდუქციის ლინგვისტური და ნეიროფსიქოლოგიური ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
კვლევის მიზანი იყო ექსპრესიული ენის დარღვევის ნეიროფსიქოლოგიური და ლინგვისტური ანალიზი ქართულენოვანი ბავშვების პოპულაციაში. კვლევაში მონაწილეობდნენ ექსპრესიული ენის დარღვევის და ნორმალურად განვითარებული ენობრივი უნარის მქონე 4–6 წლის ბავშვები, სულ - 40 მონაწილე. ბავშვების მეტყველება ფასდებოდა ფორმალური ტესტირებით, და თავისუფალი თამაშის არაფორმალურ სიტუაციაში. ორი ჯგუფის მონაცემთა შედარებით გამოვლინდა, რომ ენის ნორმალური განვითარების მქონე ბავშვები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ენის დარღვევის მქონე ჯგუფისაგან შემდეგი ფაქტორების მიხედვით: არტიკულაციური t(38)= - 4,65, p<0,001), ფონოლოგიური (t(38)= - 2,48, p<0,05), სინტაქსური შეცდომები (t(38)= - 3,67), გამონათქვამის სიგრძის მაჩვენებელი (t(38)= 3,62, p=0,001), შეცდომების საერთო რაოდენობა (t(38)=- 5,36, p<0,001). აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია დავასკვნათ: ექსპრესიული ენის დარღვევის მქონე ბავშვებთან ძირითადი შეცდომები დაკავშირებულია ფონოლოგიურ და სინტაქსურ შეცდომებთან, ბგერათა არტიკულაციასთან; აღნიშნული დარღვევის მქონე მოზარდებს უჭირთ რთული წინადადებების წარმოება. მოცემული ჯგუფების შედარებისას არ გამოვლინდა თვისებრივი განსხვავება. ორივე ჯგუფი მსგავსი ტიპის შეცდომებს უშვებდა, განსხვავება დაკავშირებული იყო შეცდომების საერთო რაოდენობასთან. მონაცემთა რეგრესული ანალიზით გამოვლინდა, რომ, გამონათქვამის სიგრძისა და მთლიანი პროდუქციის მიხედვით, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ შეცდომების ტიპები და, ამასთან - მხოლოდ ნორმის შემთხვევაში. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციის შედეგად შეგვიძლია სამი ზოგადი დასკვნის გამოტანა: 1. ექსპრესიული ენის დარღვევის დროს ენობრივი უნარის ათვისება გახანგრძლივებულია და ეს ენის ატიპური განვითარების დარღვევა არ არის. 2. ექსპრესიული ენის დარღვევის დროს გამოვლენილ დეფიციტთა პროფილი დამოკიდებულია ნორმალურად განვითარებული ენობრივი უნარისა და ენის სპეციფიკური დარღვევის მქონე კონკრეტულ ენასა და ამ ენის მიერ ბავშვისათვის წაყენებულ მოთხოვნებზე. 3. ქართულად მოუბარი ექსპრესიული ენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია, უპირატესად, ფონოლოგიური, არტიკულაციური, სინტაქსური შეცდომები და მოკლე წინადადებებით საუბარი; 4. Levelt-ის კოგნიტიური მოდელის მიხედვით, ქართულენოვან ბავშვებთან დეფიციტური რგოლია გრამატიკული და ფონოლოგიური კოდირებისა და დამატებით ფონეტიკური გეგმის არტიკულაციის საფეხური.
Article Details
წყაროები
ბაინდურაშვილი, ა. (1957). ექსპერიმენტული მასალები სახელდების პრობლემისთვის
[Experimental materials for naming]. ფსიქოლოგია, 232-254.
იმედაძე, ნ. (2017). ბავშვის მიერ ქართულის, როგორც მშობლიური ენის დაუფლების
საიდუმლოებები: ფსიქოლინგვისტური პერსპექტივა [The secrets of the acquisition
of Georgian as the native language by children: The psycholinguistic approach]. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იმედაძე, ნ. (1963). ქართულ სკოლაში ენის ლექსიკური დაუფლების ზოგიერთი ფსიქო-
ლოგიური საკითხი [Psychological issues in the lexical acquisition of language in Georgian
schools] ფსიქოლოგია, 100-92.
იმედაძე, ნ. (1957). ბავშვის მიერ (სამ წლამდე) ორი ენის ერთდროული დაუფლების
პროცესის ფსიქოლოგიური ანალიზისთვის [Psychological analysis of the simultaneous
acquisition of two languages by children under three]. ფსიქოლოგია, 256-285.
მდივანი, ქ. (1956). წერითი მეტყველების განვითარების ფსიქოლოგიური საკითხები
[Psychological issues in the development of writing]. ფსიქოლოგია, 151-182.
მოსიავა, ა. (1953). წერის პროცესის ფსიქოლოგიური ანალიზი [Psychological analysis of
writing]. ფსიქოლოგია, 3-63.
ნათაძე, რ. (1956). ცნების დაუფლების ორი გზა სასკოლო პერიოდში [Two ways of concept
acquisition in the school period]. ფსიქოლოგია, 45-76.
ნათაძე, რ. (1953). კონტექსტიდან ცნების შემუშავების ონტოგენეზი [Ontogenesis of the
concept formation from the context]. ფსიქოლოგია, 104-140.
რამიშვილი, დ. (1980). ენობრივი პროცესის ფსიქოლოგიური მექანიზმი და შემეცნების
თეორია [The psychological mechanism of the linguistic process and the theory of knowledge]. თბილისი, 3-169.
რამიშვილი, დ. (1956). ხელითი ენის პირველადობის ფსიქოლოგიური შეუძლებლობის
შესახებ. [Questioning the psychological primacy of gesture language]. ფსიქოლოგია, 77-
ფეიქრიშვილი, ჟ. (2007a). ზოგადი ენათმეცნიერებისა და ქართველოლოგიის საკითხები
[Issues in general linguistics and Kartvelology]. თბილისი: სულხან საბა ორბელიანის
სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი.
ფეიქრიშვილი, ჟ. (2007b). ქართული ენა [The Georgian language]. თბილისი: სულხან საბა
ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის
ინსტიტუტი.
ფეიქრიშვილი, ჟ. (1992). ქართველოლოგიის საკითხები [Issues in Kartvelian studies]. ქუ-
თაისი: სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობა
სარანგი.
ჭრელაშვილი, ნ. (1965). ბავშვის ამეტყველების ფსიქოლოგიური ბუნება [The psychologi-
cal nature of language acquisition in children]. ფსიქოლოგია, 3-179.
ჭრელაშვილი, ნ. (1962). ონტოგენეზში სიტყვის დაუფლების ფსიქოლოგიური მექანიზმი
[The psychological mechanism of the acquisition of word in ontogenesis].ფსიქოლოგია, -102 116.
ჭრელაშვილი, ნ. (1956). ბავშვის მეტყველებაში სიტყვების ფორმალურ-გრამატიკული
ცვლადობის დასაწყისის ფსიქოლოგიური ბუნება [The psychological nature of the for-
mal-grammatical variability of words in a child’s speech]. ფსიქოლოგია, 183-199.
ჰულიტი, ლ., ჰოვარდი, მ., & ფეჰი, კ. (2012). დაბადებულია, რომ ილაპარაკოს [Born to
talk]. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი.
Bavin, E. L. (2009). The Cambridge Handbook of Children Language. Cambridge: Cambridge Uni-
versity Press.
Hedge, M. N., & Maul, C. A. (2006). Language Disorders in Children. Boston: Pearson Education.
Jeleta, E. (2019). DIchotomy Concepts in language by Ferdinand de Saussure. Academia.
Levelt, M. J. (2009). The Skill of Speaking, Psychology. The Netherlands: Plank Institute of Psycho-
linguistics.
Lyons, M. (2013). Normal Language Development. In: Volkmar F.R. (eds) Encyclopedia of Autism
Spectrum Disorders. New York: Springer. Springer.com: https://link.springer.com/
Mcleod, S., & McCormack, J. (2015). An Introduction to Speech, Language and Literacy. New
Zeland: Oxford University Press.
Stenberg, R., & Stenberg, K. (2012). Cognitive Psychology. Belmont: Wadsworth.