აღქმული სტიგმის კონსტრუქტის შესწავლა საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანების მაგალითზე
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია აღქმული სტიგმის კონსტრუქტი, ქართულ პოპულაციაში სოციალურად დაუცველის სტატუსთან დაკავშირებული აღქმული სტიგმის სკალის შექმნის ეტაპები და შედეგები. სკალაში გამოყენებული დებულებების უმეტესობა ეფუძნება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებთან ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგებს. დებულებების ექსპერტული შეფასების შემდეგ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 263-მა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქემ. სოციალურად დაუცველის სტატუსთან დაკავშირებული აღქმული სტიგმის სკალაში, პრინციპული კომპონენტების ფაქტორული ანალიზის შედეგად, გამოვლინდა ორი ფაქტორი: ნეგატიური მოპყრობის აღქმა (9 დებულება, α =.87) და ინტერნალიზებული სტიგმა (8 დებულება, α=.81). მთლიანი სკალის შინაგანი შეთანხმებულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (17 დებულება, α=.89). ღარიბულად ცხოვრებასთან დაკავშირებული აღქმული სტიგმის სხვა საზომისაგან განსხვავებით, სკალაში შევიტანეთ აღქმული სტერეოტიპებისადმი თანხმობის ამსახველი დებულებებიც, რომლებიც სტიგმის ინტერნალიზების განზომილებაში გაერთიანდა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ, აღქმული სტიგმის შესახებ არსებული სხვა თეორიული და ემპირიული კვლევებისაგან განსხვავებით, სამომავალო სტიგმატიზაციის შიში, შესაძლოა ნეგატიური მოპყრობის აღქმის ფაქტორში მოექცეს. ეს გვაფიქრებინებს, რომ ნეგატიური მოპყრობის აღქმა კონცეპტუალურად აერთიანებს სტიგმის როგორც ახლანდელ და წარსულ გამოცდილებას, ისე მომავალში წინასწარ განჭვრეტილ სტიგმატიზაციასაც. კვლევას ის ზღუდავდა, რომ, ახსნითი ფაქტორული ანალიზის სტატისტიკური ოპერაციის გარდა, არაა მოცემული კონფირმატორული ფაქტორული ანალიზის შედეგები.
Article Details
წყაროები
Arjan E. R. Bos , John B. Pryor , Glenn D. Reeder & Sarah E. Stutterheim (2013): Stigma: Advances inTheory and Research, Basic and Applied Social Psychology, 35:1, 1-9.
Frost, D. M. (2011). Social stigma and its consequences for the socially stigmatized. Social and Per-
sonality Psychology Compass, 5(11), 824-839. DOI: 10.1111/j.1751-9004.2011.00394.x.
Hardesty, D. M., & Bearden W.O. The use of expert judges in scale development Implications for
improving face validity of measures of unobservable constructs. Journal of Business Research
(2004), 98– 107.
Herek, G. M., Gillis, J. R., & Cogan, J. C. (2009). Internalized stigma among sexual minority adults:
Insights from a social psychological perspective. Journal of Counseling Psychology, 56(1), 32–
https://doi.org/10.1037/a0014672.
Hinkin, T. R., Tracey, J. B., & Enz, C. A. (1997). Scale construction: Developing reliable and valid
measurement instruments[Electronicversion]. Retrieved from Cornell University, School of Hotel Administration site: http://scholarship.sha.cornell.edu/articles/613.
Mickelson, K. D & Williams S.L (2008). Journal of Social and Clinical Psychology, 27 (9), 903-930
Mickelson, K. D. (2001). Perceived stigma, social support, and depression. Personality and Social
Psychology Bulletin, 27, 1046–1056.
Pallant, J. (2013). SPSS survival manual : a step by step guide to data analysis using SPSS. Maiden-
head :Open University Press/McGraw-Hill.
Vaismoradi, M., Turunen, H., & Bondas, T. (2013). Content analysis and thematic analysis: Implications for conducting a qualitative descriptive study. Nursing and Health Sciences, 15, 398–405.
Syed, M. & Nelson. S (2015). Guidelines for Establishing Reliability When Coding Narrative Data.
Society for the Study of Emerging Adulthood and SAGE Publications Reprints and permission: sagepub.com/journalsPermissions.nav DOI: 10.1177/2167696815587648.