ალბათური მსჯელობა და განწყობის ეფექტები
Main Article Content
ანოტაცია
მოცემულ სტატიაში ალბათურ მსჯელობათა მოქმედების მექანიზმი განწყობის ფსიქოლოგიაში შემუშავებული თეორიული პრინციპებისა და ემპირიული კვლევით მოპოვებული მონაცემების გათვალისწინებით არის განხილული. ნაჩვენებია ალბათურ (სარისკო) და რაოდენობრივ (სტატიკურ) მსჯელობებთან ობიექტური და სუბიექტური შეფასებითი ეტალონების მიზეზობრივი კავშირის თავისებურება. პირველი სახის ეტალონში, შინაარსეულად, არსებული ვითარების თვალსაჩინო თვისებებია ასახული, ხოლო მეორეში, ამოცანაზე მიმართული განწყობის აღნაგობრივი მახასიათებლებია მოცემული. გაანალიზებულია ემპირიული მონაცემები, რომლებიც ალბათურ მსჯელობაზე პროსპექტული (გრძელვადიან შედეგზე მიმართული) და სიტუაციური (მოკლევადიან შედეგზე მიმართული) განწყობების განსხვავებულ მადეტერმინირებელ გავლენას ეხებიან. გარდა ამისა, ემპირიულ კვლევაში გათვალისწინებულია აგრეთვე მსჯელობაზე გავლენის მომხდენი ორი შემდეგი ფაქტორი: მაკორეგირებელი ინფორმაცია (მსჯელობათა ლოგიკური და სტატისტიკური საბუთიანობის სხვადასხვა ნიმუშები) და ალბათურ მსჯელობათა სიზუსტის შესახებ უკუკავშირი (განხორციელებულ მსჯელობათა ხარისხის შემფასებელი ობიექტური ინფორმაცია). ივარაუდებოდა, რომ ალბათურ მსჯელობაზე ამ ფაქტორთა გავლენის ეფექტი განწყობის რომელობამ უნდა განსაზღვროს. გარდა ამისა, ამჟამად არსებული ემპირიული მონაცემების გათვალისწინებით, ალბათურ მსჯელობათა კორექციის საშუალებებია გამოყოფილი და მათი ქმედითობის ხარისხია მითითებული.
Article Details
წყაროები
აბაშიძე, თ. სააზროვნო ამოცანის გადაჭრა, როგორც განწყობის დიფერენციაციის პროცესი. თანამედროვე ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები“. თბილისი, 2001.
ვახანია, ზ. რაოდენობის ინტუიციური წვდომა. თბილისი, მაცნე, 2005,2,58-73.
კენჭაძე, ნ. განზოგადების პრობლემა ცნების თანამედროვე თეორიებში. თბილისი მაცნე, 2006, 73–78.
ნადირაშვილი, შ. განზოგადების განვითარება სასკოლო ასაკის ბავშვებში. თბილისი,1963.
ნადირაშვილი, შ. აღქმის ფსიქოლოგიური ბუნება. თბილისი, 1976.
რამიშვილი, დ. მეტყველების განსხვავებულ სახეთა ფსიქოლოგიური ბუნებისათვის. თბილისი,1968.
ჩარკვიანი, დ. შეფასებითი მსჯელობა და ასიმილაციის ეფექტები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 3, 162-167, 2014.
ჩარკვიანი, დ. განწყობის დროის პარამეტრი და ალბათური მსჯელობა. საქართველის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 3,162-167, 2015.
Gilovich, D., Griffin, W., Khaneman, D. Heuristics and biases. N.Y.: Cambridge University Press,2002.
Lock, E., Shaw, K., Saari., Lathem, G. Goal setting and task performance.Psychological Bulletin, 1981, 90, 125-152
Schwarc, N., Bless, H. Constructing reality and its alternatives: An inclusion/exclusion model of assimilation and contrast effects in social judgments. In L. Martin, A. Tesser (Eds.).The construction of social judgments (pp, 217-245). N.Y.: Guilford Press, 1992.
Stapel, D., Winkielman, P. Assimilation and contrast as a function contest-target similarity and dimensional relevance. Personality and Social Psychology Bulletin, 24, 634-646, 1998.