ქართველი მიგრანტები გერმანიაში: ქართველობა- ეთნიკური იდენტობა, ჯგუფის შიგნით და და ჯგუფთაშორისი ურთიერთობები ემიგრაციაში
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი კვლევიდან, რომელიც საქართველოდან გერმანიაში მიგრაციის შემდეგ ახალ სოციალურ გარემოში ქართველების ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროცესის შესწავლას ეხება. საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხანგრძლივმა პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა არასტაბილურობამ, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ოჯახების გადარჩენისთვის ემიგრაცია აირჩია. მოსახლეობის გადინება დღესაც გრძელდება და ბოლო სამი წლის განმავლობაში (2014-2016) საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რიცხვი იზრდება. ემიგრაციის სამიზნე ქვეყნები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ევროკავშირის ქვეყნები გახდა უფრო მიმზიდველი ქართველი მიგრანტებისთვის. ამ ნაშრომში სიღრმისეული ინტერვიუების დროს მიღებულ მასალებზე დაყრდნობით, ნაცადია გემანიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტების ჯგუფის შიგნით (ინტრაჯგუფურ) და ჯგუფთაშორის (ინტერჯგუფურ) ურთიერთობების შესწავლა. ქართველ ემიგრანტებთან, რომლებიც მ,ინიმუმ 10 წელია ემიგრაციში ცხოვრობენ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზებულია მათი ახალ სოციალურ-კულტურულ გარემოში ადაპტაცია- ინტეგრაციის პროცესის დინამიკა, სუბიექტური აღქმების საფუძველზე ჯგუფის შიდა და ჯგუფთაშორისი სტიგმატიზების, კოგნიტური დისონანსის დაძლევისა და ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების სტრატეგიების შესწავლა.