ფეისბუქზე თვითპრეზენტაციის ტაქტიკები: პიროვნული ნიშნების როლი
Main Article Content
ანოტაცია
სოციალურ სამყაროში საკუთარი თავის სტრატეგიულად წარმოჩენა -თვითპრეზენტაციის ტაქტიკები, სოციალური მეცნიერებების შესწავლის საგანს წარმოადგენს. პიროვნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდის ონლაინ ქცევის ფორმირებაში. თანამედროვე სოციალურ ქსელებში უხვად მოიპოვება ქცევის მანიშნებლები, მათ შორი თვითპრეზენტაციის ტაქტიკები, რომლებიც მომხმარებელთა პიროვნებაზე მსჯელობის საშუალებას გვაძლევენ. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს პიროვნული ნიშნებისა და „ფეისბუქის” გამოყენების მოტივების ურთიერთმიმართების და თვითპრეზენტაციების იმ ტაქტიკების შესწავლას, რომლებსაც ფეისბუქის მომხმარებლები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ. მიზანი იყო პიროვნული ნიშნებისა და თვითპრეზენტაციის ტაქტიკების ურთიერთმიმართებაში ფეისბუქის გამოყენების მოტივების როლის კვლევა. კერძოდ, კვლევის კითხვაა: გაშუალებული არის თუ არა პიროვნების ნიშნებსა და თვითპრეზენტაციის ტაქტიკების კავშირი მოტივებით. შედეგებმა გამოავლინა, რომ პიროვნული ნიშნები წინასწარმეტყველებენ ფეისბუქზე თვითპრეზენტაციის ტაქტიკებს. ისინი ინდივიდებს ფეისბუქის გამოყენების კონკრეტული მოტივებისკენ და, აქედან გამომდინარე, თვითპრეზენტაციის სპეციფიკური ტაქტიკებისკენ წარმართავენ. ამასთან, პიროვნული ნიშნებისა და თვითპრეზენტაციის ტაქტიკების ურთიერთმიმართება გაშუალებულია ფეისბუქის გამოყენების მოტივებით. წარმოდგენილი კვლევა ნათელს ჰფენს იმ მექანიზმებს, რომლითაც გარკვეულ პიროვნულ ნიშნებს, შესაძლოა, მივყავდეთ ფეისბუქზე თვითპრეზენტაციის გარკვეულ ტაქტიკამდე.