ორგანიზაციული სამართლიანობისა და მნიშვნელობის მქონე სამუშაოს როლი ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის ფორმირებაში

Main Article Content

ია კუტალაძე
ნინო წულაია

ანოტაცია

კვლევაში ორგანიზაციული სამართლიანობის (organizational justice) ჭრილში გააანალიზებულია ორი მნიშვნელოვანი ორგანიზაციულ-ფსიქოლოგიური კონსტრუქტის - ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის (psychological ownership) და მნიშვნელობის მქონე სამუშაოს (meaningful work) - ურთიერთმიმართება. ორგანიზაციული სამართლიანობის აღქმები კვლევაში კონცეპტუალიზებულია, როგორც კონტექსტუალური ცვლადი, რომლის დახმარებითაც ვცდილობთ შევაფასოთ გარემოს (სამართლიანი, უსამართლო) გავლენა სამიზნე ცვლადებს შორის არსებულ მიმართებებზე. ამ ცვლადებს შორის არსებული კავშირების კომპლექსური ბუნების უკეთ გასაანალიზებლად კვლევაში შემოტანილია გადაწვა (burnout), როგორც შედეგობრივი ცვლადი. კვლევაში 536 საჯარო მოხელე მონაწილეობდა და ის თვითადმინისტრირებადი კითხვარის გამოყენებით ჩატარდა. კვლევის შედეგები ინტერპრეტირებულია სოციალური გაცვლის თეორიის ჭრილში.


კვლევამ გამოკვეთა მნიშვნელობის მქონე სამუშაოს როლი ორგანიზაციისადმი ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის განცდის ფორმირებაში - რაც უფრო ღირებულად მიიჩნევენ დასაქმებულები თავიანთ საქმეს, მით უფრო მაღალია ორგანიზაციის მიმართ მესაკუთრეობის განცდა. მნიშვნელობის მქონე სამუშაო შესაძლებლობას აძლევს მათ, დაძლიონ რთული სიტუაციები სამუშაო ადგილზე და გაუმკლავდნენ გამოწვევებს. ორგანიზაციული სამართლიანობა მოდერატორია მნიშვნელობის მქონე სამუშაოსა და ორგანიზაციისადმი ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის კავშირში. განცდა, რომ ღირებულ, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, „აკომპენსირებს“ ორგანიზაციული უსამართლობის აღქმების ნეგატიურ გავლენას ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის განცდის ფორმირებაზე. სამუშაოს მნიშვნელობის სუბიექტურ აღქმასა და გადაწვას შორის კავშირი ნაწილობრივ გაშუალებულია ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის ცვლადით. დასაქმებულის აღქმა, რომ ღირებულ, მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის ფორმირებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, ამცირებს გადაწვის რისკს.

საკვანძო სიტყვები:
მნიშვნელობის მქონე სამუშაო, ორგანიზაციული სამართლიანობა, ფსიქოლოგიური მესაკუთრეობა, გადაწვა, სოციალური გაცვლის თეორია
გამოქვეყნებული: Dec 28, 2023

Article Details

როგორ უნდა ციტირება
კუტალაძე ი., & წულაია ნ. (2023). ორგანიზაციული სამართლიანობისა და მნიშვნელობის მქონე სამუშაოს როლი ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის ფორმირებაში. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, 5, 127–142; 143. https://doi.org/10.60131/gpj.5.2023.7420
გამოცემა
სექცია
Articles