ეტლიდან დანახული „მე“ და სამყარო: სოციალური ადაპტაცია ფიზიკური ტრავმის შემდეგ და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა

Main Article Content

ლილი ხეჩუაშვილი
ქეთევან ქიმოსტელი
მაია მესტვირიშვილი
ხათუნა მარწყვიშვილი

ანოტაცია

კვლევა მიზნად ისახავდა ეტლით მოსარგებლე, სოციალურად აქტიური 15 ადამიანის ცხოვრების ისტორიაში უკიდურესად სტრესული ცხოვრებისეული მოვლენის – ზურგის ტვინის დაზიანების – შემდეგ პოზიტიური ფსიქოლოგიური ცვლილებების პროცესებისა და საფუძვლად მდებარე ფაქტორების შესწავლას. მონაცემები შეგროვდა ცხოვრების ისტორიის ინტერვიუს გამოყენებით. კვლევის თვისებრივი ნაწილი მოიცავდა ნარატივების თემატურ და სტრუქტურულ ანალიზს, ხოლო რაოდენობრივი ანალიზისთვის თითოეული ინტერვიუს ტრანსკრიპტში გადაკოდირდა და დამუშავდა ისეთი სამიზნე ცვლადები, როგორიცაა ავტობიოგრაფიული მსჯელობა, ნარატივის სტრუქტურა, თანმიმდევრულობა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა. შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ რაც უფრო თანმიმდევრულად და ავტობიოგრაფიული მსჯელობით/რეფლექსიით მდიდარ ცხოვრების ისტორიას ჰყვებიან ადამიანები, მით მეტად იკვეთება მათ მონათხრობებში ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდის ინდიკატორები, ხოლო ტრავმის შემდგომ რე- აბილიტაცია/რესოციალიზაციისა და ხელახალი ადაპტაციის პროცესში მათ საკუთარი იდენტობის რეკონსტრუირება, საკუთარი თავის, სხეულის ხატის, ღირებულებებისა და სხვა ადამიანებთან და, უფრო ფართოდ, გარემოსთან მიმართებების გადაფასება და ახლებურად დანახვა უწევდათ. მათი პერსონალური ნარატივები გაჯერებული იყო ისეთი თემებით, როგორებიცაა გაწყვეტილი ცხოვრება, სხეულის ხატი და ეტლისადმი დამოკიდებულება, სელფის რეკონსტრუირება და ადაპტაცია, მოტივატორები და რესურსები, ცხოვრებაში ადგილის პოვნა და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნება.

საკვანძო სიტყვები:
ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა, იდენტობა, ფიზიკური ტრამვა, სოციალური ადაპტაცია, ეტლის მომხმარებელი
გამოქვეყნებული: Dec 23, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ხეჩუაშვილი ლ., ქიმოსტელი ქ., მესტვირიშვილი მ., & მარწყვიშვილი ხ. (2024). ეტლიდან დანახული „მე“ და სამყარო: სოციალური ადაპტაცია ფიზიკური ტრავმის შემდეგ და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, 1, 29–48; 49. https://doi.org/10.60131/gpj.1.2024.8548
გამოცემა
სექცია
ემპირიული კვლევები