კითხვის სირთულის პედაგოგიური შეფასების მაჩვენებლების კვლევა დისლექსიის მქონე 6-11 წლის მოსწავლეებში

Main Article Content

მაია შაშვიაშვილი
მანანა მელიქიშვილი
ზაქარია ქიტიაშვილი

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა განპირობებული იყო იმდენად, რამდენადაც ქარ- თულ საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობდა კითხვის სირთულის (დისლექსიის) შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის ფორმა, რომელიც ამ პრობლემის ადრეული იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემდა. კვლევის ფარგლებში გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში გამოყენებულ დისლექსიის შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის 11 ფორმას (ჩეკლისტს). ისინი განკუთვნილია პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სკოლის ფსიქოლოგებისა და მოსწავლეებისთვის და კითხვის სირთულის აღმოჩენას ემსახურება. ვინაიდან ჩვენი მიზანი პედაგოგებისთვის კითხვის სირთულის (დისლექსიის) შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის ფორმის შედგენა იყო, შევარჩიეთ შესაბამისი – მასწავლებლებისთვის განკუთვნილი კითხვები და მათი ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტი.


კვლევა ჩატარდა თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში, „საერთაშორისო აკადემია ლოგოსსა“ და „თბილისის თავისუფალ სკოლაში“. ასევე, „სპეცმასწავლებლის ასოციაციის“ მხარდაჭერით კითხვის სირთულის (დისლექსიის) შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის ფორმა შეავსეს თბილისისა და რეგიონების სკოლებში დასაქმებულმა სპეცმასწავლებლებმა. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის პედაგოგებმაც, სოციალური ქსელის საშუალებით. ასევე, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 305 მოსწავლემ, რომელთაგან 98 არის დისლექსიის მქონე. მონაცემთა დამუშავება განხორციელდა SPSS 23 სტატისტიკური პროგრამის მეშვეობით. ამის საფუძველზე დადასტურდა, რომ ჩვენ მიერ 49 კითხვისაგან შემდგარი დისლექსიის (კითხვის სირთულის) შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის ფორმის (ჩეკლისტის) გამოყენებით შესაძლებელია 6-11 წლის (პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით) დისლექსიის/კითხვის შეფერხების მქონე მოსწავლის იდენტიფიცირება.

საკვანძო სიტყვები:
კითხვა, კითხვის კომპონენტები, დისლექსია, დისლექსიის შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის ფორმა (ჩეკლისტი)
გამოქვეყნებული: Dec 23, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
შაშვიაშვილი მ., მელიქიშვილი მ., & ქიტიაშვილი ზ. (2024). კითხვის სირთულის პედაგოგიური შეფასების მაჩვენებლების კვლევა დისლექსიის მქონე 6-11 წლის მოსწავლეებში. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, 1, 95–115; 116. https://doi.org/10.60131/gpj.1.2024.8549
გამოცემა
სექცია
ემპირიული კვლევები