მასწავლებლის თვითეფექტურობის განცდა ინკლუზიური განათლებისადმი დამოკიდებულების კონტექსტში

Main Article Content

სოფიკო ანთაური
სოფიო თევდორაძე

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი ეხება მასწავლებლის პიროვნული თვითეფექტურობის განცდასა და ინკლუზიური განათლების მიმართ დამოკიდებულების საკითხს. კვლევის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ზოგადი და მასწავლებელთა პროფესიული თვითეფექტურობის შეფასება, ინკლუზიური განათლების მიმართ დამოკიდებულების განსაზღვრა და მათ შორის არსებული კავშირის გამოვლენა. დაახლოებით 20 წელია, რაც საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განხორციელების პროცესი მიმდინარეობს და კვლევების, ანგარიშების მიხედვით დღესაც ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება განათლების სფეროში. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია მასწავლებლის როლი ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელების პროცესში. თვითეფექტურობის პრობლემის კვლევა, ასევე, აქტუალური და დროული, იმდენად, რამდენადაც დღეს, როგორც არასდროს საზოგადოებას სჭირდება მაღალეფექტური პედაგოგები, რომლებსაც შეუძლიათ სწორად შეაფასონ საკუთარი მოქმედების შედეგები (მათ შორის პროფესიონალური) და შესაძლებლობები.


კვლევა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით და მოიცვა ზოგადსაგანმანათლებლო


დაწესებულების საგნის 102 მასწავლებელი, 45 დაწყებითი საფეხურის და 57 საბაზო საფეხურის. მონაცემები დამუშავდა მათემატიკური სტატისტიკის როგორც საბაზისო, ისე მრავალგანზომილებიანი მეთოდებით – მათემატიკური სტატისტიკის კომპიუტერულ პროგრამათა პაკეტის – SPSS-23 საშუალებით.


მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ წინა წლებში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით, ამ ეტაპზე, მასწავლებლებს ინკლუზიის მნიშვნელობის გაცნობიერების მაღალი დონე აქვთ, ასევე, გამოვლინდა, რომ მასწავლებლის პროფესიული ეფექტურობა – სწავლებასთან დაკავშირებული ამოცანები, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობა, კლასის მართვის საკითხები, ზოგადი თვითეფექტურობის განცდასთან არის დაკავშირებული. მასწავლებლების ინკლუზიური განათლებისადმი მზაობის დამოკიდებულების ხუთივე ფაქტორს შორის (ბარიერები, გაურკვევლობა/არაკომპეტენტურობა, პიროვნული მნიშვნელობა, ინკლუზიის მნიშვნელობის გაცნობიერება, სიფრთხილე/სკეპტიციზმი) კორელაცია სანდოა. ნაწილობრივ სრულდება ჩვენი ჰიპოთეზა მასწავლებლების თვითეფექტურობის დონის გავლენის შესახებ, მათი ინკლუზიური განათლებისადმი დამოკიდებულების (მზაობის) ფაქტორებს შორის კავშირზე.

საკვანძო სიტყვები:
კითხვა, კითხვის კომპონენტები, დისლექსია, დისლექსიის შესაფასებელი ინდიკატორების ჩამონათვალის ფორმა (ჩეკლისტი)
გამოქვეყნებული: Dec 23, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ანთაური ს., & თევდორაძე ს. (2024). მასწავლებლის თვითეფექტურობის განცდა ინკლუზიური განათლებისადმი დამოკიდებულების კონტექსტში. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, 1, 134–151; 152. https://doi.org/10.60131/gpj.1.2024.8550
გამოცემა
სექცია
ემპირიული კვლევები