იურიდიული ფსიქოლოგიის მეცნიერების სისტემის საკითხები

Main Article Content

ვახტანგ ნადარეიშვილი

ანოტაცია

მოცემული ტექსტის მიზანია ფსიქოლოგიის მეცნიერების ადგილისა და მნიშვნე- ლობის მითითება სოციალური ურთიერთობების ნორმატიული რეგულირების ეფექტურობის გაზრდაზე მიმართულ თეორიულ და პრაქტიკულ საქმიანობაში, საკუთრივ იუ- რიდიული ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმართულებების მიმოხილვა, ფსიქოლოგიისა და სამართლის მეცნიერებების ურთიერთანამშრომლობის სფეროების მითითება, აქტუალური თემატიკის/პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებების ხედვის ხელშეწყობა. ტექსტის მიზანს, აგრეთვე, წარმოადგენს ფსიქოლოგიისა და იურისპრუდენციის პოტენციალის სრული გამოყენებისა და მულტიდისციპლინური მიდგომის პროდუქტიულობის ნათელყოფა და აღნიშნული თანამშრომლობის სტიმულირება სოციალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პროგრესის უზრუნველყოფის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:
ქვედარგები, ნორმატიული, რეგულაცია, დევიაცია, ათითუდი
გამოქვეყნებული: დეკ 23, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
ინტერდისციპლინური კვლევები