ავტორებისთვის
„ქართულ ფსიქოლოგიურ ჟურნალში“ სტატიების წარდგენისა და გაფორმების წესი
ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური, საერთაშორისო, ორენოვანი ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს.
ჟურნალი აქვეყნებს ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე ინტერდისციპლინური სფეროებისთვის რელევანტურ, აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ამსახველ თეორიულ, მეთოდოლოგიურ, ემპირიულ-კვლევით და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სტატიებს. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია.
ზოგადი ინფორმაცია
- გამოსაქვეყნებლად მიღებული ყველა სტატია რეცენზირდება, დადებითი რეცენზიის შემთხვევაში გამოქვეყნდება.
- წარდგენილი სტატია გაივლის ანონიმურ (double-blind) რეცენზირებას. რეცენზირებას ახორციელებენ საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური ინტერესები შეესაბამება სარეცენზიო სტატიის თემატიკას.
- ჟურნალი ბილინგვურია. სტატიები ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამიტომ,სტატიები წარდგენილ უნდა იქნეს ორივე - ქართულ და ინგლისურ ენებზე, გამოსაქვეყნებლად შერჩეული სტატიის ინგლისური ვერსიის რედაქტირებას უზრუნველყოფს ჟურნალის რედაქცია.
- ჟურნალის ერთ ნომერში შესაძლებელია გამოქვეყნდეს ერთი ავტორის მაქსიმუმ ორი სტატია.
- წელიწადში გამოიცემა ჟურნალის ერთი ნომერი.
- სტატიების რეცენზირებას, რედაქტირებას და გამოცემას აფინანსებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. ავტორებისათვის პუბლიკაცია უსასყიდლოა.
სტატიის გაფორმების წესი
- WORD.docs ფორმატი, ფურცლის ზომა - A4.
- ქართულენოვანი ტექსტის შრიფტი: UNICODE-შრიფტი – Arial Geo; ინგლისურენოვანი
ტექსტის შრიფტი – Times New Roman. - შრიფტის ზომა - 12. სტრიქონებს შორის მანძილი - 1. აბზაცის პირველი სტრიქონის დაშორება - 1სმ. დაშორება ფურცლის მარცხენა და მარჯვენა კიდიდან - 2სმ, ზედა არე (კოლონტიტული -header) – 1სმ, ქვედა არე (კოლონტიტული - footer) – 1,3სმ.
- რუბრიკებისთვის – თეორია და მეთოდოლოგია; ემპირიული კვლევები და ნტერდისციპლინური კვლევები – სტატიის ტექსტში სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ინგლისურად 3000 სიტყვას, ქართულად - 4000 სიტყვას (აბსტრაქტის, საკვანძო სიტყვების,პერსონალური ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე), ხოლო სტატია შესრულებული უნდა იყოს ენობრივი ნორმების დაცვით. ტექსტში არ უნდა იყოს გრამატიკული შეცდომები.
- ციტირება და ბიბლიოგრაფია – ციტირება და ბიბლიოგრაფია გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილის მიხედვით. ავტორებმა უნდა გამოიყენონ Microsoft Word-ის ბიბლიოგრაფიის მართვის ან ბიბლიოგრაფიის მენეჯმენტის პროგრამები (მაგ. Zotero, RefMan, Endnote, JabRef). ბიბლიოგრაფია უნდა იწყებოდეს ახალი გვერდიდან. არ უნდა მიეთითოს გამოუქვეყნებელი ნაშრომები (დაცული დისერტაციების გარდა).
- რუბრიკისთვის – სამეცნიერო სიახლეები, რეცენზიები, გამოხმაურება:
- შრიფტის ზომა - 11;
- სტატიის სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000–1500 (პერსონალური ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე).
- არ მოითხოვება აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები.
წარმოსადგენი ინფორმაცია
- ინფორმაცია ავტორის (თანაავტორების) შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე: გვარი და სახელი (ცენტრირებული, ზომა 12); ორგანიზაციის დასახელება, აკადემიური ხარისხი და სამსახურებრივი სტატუსი (ცენტრირებული, ზომა 10); საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური, ელ-ფოსტა).
- სტატიის თემატური კატეგორიები: პირველი გვერდის პირველ სტრიქონში მიუთითეთ ერთი ან ორი რუბრიკა ჩამოთვლილთაგან.
- თეორია და მეთოდოლოგია
- ემპირიული კვლევები
- ინტერდისციპლინური კვლევები
- სამეცნიერო სიახლეები, რეცენზიები, გამოხმაურება
- სტატიის სათაური (ცენტრირებული, გასქელებული (Bold), ზომა14)
- აბსტრაქტი – სიტყვების რაოდენობა: 250-300 სიტყვა (თითოეულისათვის). (დაშორება მარცხნიდან - 2სმ, დახრილი (Italic), ზომა 11). გთხოვთ მოერიდოთ აბსტრაქტში ციტირების გამოყენებას. (არ ეხება რუბრიკას – სამეცნიერო სიახლეები, რეცენზიები, გამოხმაურება).
- საკვანძო სიტყვები – 4-5 საკვანძო სიტყვა. (დაშორება მარცხნიდან = 2სმ, დახრილი (Italic),გასქელებული (Bold), ზომა 12) (არ ეხება რუბრიკას – სამეცნიერო სიახლეები, რეცენზიები, გამოხმაურება).
- სტატიის ტექსტი დაყავით აბზაცებად და ნაწილებად.
- თუ სტატია შეიცავს ნახაზებს ან ნახატებს, აუცილებელია: ნახაზი მოათავსეთ შესაბამისი ტექსტის გვერდით; დოკუმენტის გადაფორმატების შემთხვევაში ნახაზი უნდა მისდევდეს ტექსტს; ნახაზს უნდა ჰქონდეს წარწერა; ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi).
- სტატიის ბოლოს მიუთითეთ სტატიაში მოყვანილი სურათების რაოდენობა, დიაგრამების
რაოდენობა და ცხრილების რაოდენობა.
სტატიის წარდგენა
სტატიის წარდგენა ხდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ელ–ფოსტა: gpj@tsu.ge ავტორმა სათაურის ველში უნდა მიუთითოს გვარი, სახელი და სტატიის სახელწოდება.