სოციალური იდენტობისა და სოციალური მხარდაჭერის როლი აკადემიურ სტრესთან გამკლავებაში - პირველკურსელი სტუდენტების გამოცდილება
Main Article Content
ანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოციალური ფაქტორების – სოციალური მხარდაჭერისა და სოციალური იდენტობის როლის შესწავლა აკადემიურ სტრესთან გამკლავების პროცესში, უმაღლესი სასწავლებლების პირველკურსელების მაგალითზე. შესწავლილ იქნა პირველკურსელი სტუდენტების აკადემიური სტრესის დონე, სტრესის გამომწვევი მიზეზები, ეფექტური და არაეფექტური დაძლევის სტრატეგიები, სოციალური მხარდაჭერისა და სოციალური იდენტობის როლი, სტრესის გავლენა პირველკურსელების აკადემიურ მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე. კვლევა ჩატარდა თბილისში, სამი უმაღლესი სასწავლებლის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) პირველკურსელ სტუდენტებთან, რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 252-მა პირველკურსელმა (150 ქალი, 100 კაცი), მათი ასაკი 18-დან 24 წლამდე ვარირებდა. თსუ-ში ჩატარებულ ორ ფოკუს ჯგუფში კი მონაწილეობა მიიღო 13-მა პირველკურსელმა (10 ქალი, 3 კაცი). კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირველკურსელბს შორის საშუალოზე მაღალია სტრესის დონე, რის მთავარ მიზეზადაც უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ საცხოვრებელი და სოციალური გარემოს ცვლილება გამოვლინდა, ხოლო აკადემიურ გარემოში მათთვის ყველაზე სტრესული პრეზენტაციების მომზადება და საჯაროდ წარდგენა აღმოჩნდა. სტრესის დაძლევის სტრატეგიებიდან სტუდენტები ყველაზე ხშირად პოზიტიურ რეინტერპრეტაციასა და დაგეგმვას იყენებენ. კვლევის შედეგად დადასტურდა სოციალური მხარდაჭერისა და სოციალური იდენტობის მნიშვნელობა სტრესთან გამკლავების პროცესში. სტუდენტებს, რომლებიც იღებენ სოციალურ მხარდაჭერას და თავს თანაკურსელების ჯგუფთან
მიკუთვნებულად თვლიან, სტრესის ნაკლები დონე და, ამასთანავე, მაღალი აკადემიური მოსწრება ახასიათებთ.
Article Details
წყაროები
Bernstein, D.A; Penner, L.A; Stewart, A.C and Roy, E.J (2008). Psychology (8th edition). Houghton
Mifflin Company Boston New York.
Bisht, A.R. (1989). A study of stress in relation to school climate and academic achievement (age
group 13-17). Doctoral thesis, Education, Kumaon University.
Carver, C. S., Scheier, M. F., & Weintraub, J. K. (1989). Assessing coping strategies: A theoretically
based approach. Journal of Personality and Social Psychology, 56, 267-283.
Cohen, S. (2004). Social relationships and health. American Psychologist, 59(8): 676- 684.
Cohen, S., & Wills, T. A. (1985). Stress, social support, and the buffering hypothesis. Psychological
Bulletin, 98(2): 310-357.
Cohen, S., Kamarck, T., & Mermelstein, R. (1994). Perceived stress scale. Measuring stress: A guide
for health and social scientists.
Condren, M., & Greenglass, E. (2011). Optimism, emotional support, and depression among first-
year university students: Implications for psychological functioning within the educational setting. In, G. Reevy & E. Frydenberg (Eds.), Personality, Stress, and Coping: Implications for
Education. (pp. 133-152).
Charlotte, North Carolina: Information Age Publishing, Inc. Haslam, S.A. (2004). Psychology in organizations: The social identity approach (2nd ed.). London: Sage.
Haslam, S.A., Jetten, J., Postmes, P., &Haslam, C. (2009). Social Identity, Health and Well-Being:
An Emerging Agenda for Applied Psychology. Applied Psychology: An International Review, 58 (1), 1–23.
Holmes, T. H., & Rahe, R. H. (1967). The social readjustment rating scale. Journal of psychosomatic research, 11(2), 213-218.
Klem, A. M., & Connell, J. P. (2004). Relationships matter: Linking teacher support to student en-
gagement and achievement. Journal of school health,74(7),262-273.
Lazarus, R.S. & Cohen, J.B. (1977). “Environmental Stress”. In I. Altman and J.F. Wohlwill (eds.),
Human Behavior and Environment. (Vol 2) New York: Plenum.
Levine, R. M., Prosser, A., Evans, D., & Reicher, S. D. (2005). Identity and emergency interven-
tion:How social group membership and inclusiveness of group boundaries shape helping behavior. Personality and Social Psychology Bulletin, 31: 443-453.
Misra, R., Crist, M., & Burant, C. J. (2003). Relationships Among Life Stress, Social Support, Ac-
ademic Stressors, and Reactions to Stressors of International Students in the United States.
International Journal of Stress Management, 10(2): 137- 157.
Tajfel, H. (1972). The context of social psychology: A critical assessment (pp. 69–119). London:
Academic Press.
Verger, P., Combes, J.B., Kovess-Masfety, V., Choquet, M., Guagliardo, V., Rouillon, F., & Per-
etti-Wattel, P. (2009).Psychological distress in first year university students: socioeconomic and academic stressors, mastery and social support in young men and women. Social Psychiatry and Psychiatric Epidemiology, 44, 643-6.
Yumba, W. (2008). Academic Stress: A Case of the Undergraduate student